19 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
რამდენიმე ათასი უკრაინელი რუსეთში, ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი - აშშ-ის ელჩი ეუთოში

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, მინიმუმ რამდენიმე ათასი უკრაინელი რუსეთში, ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი.

"ამ პროცესის დროს კი რუსეთის ჯარები ამუშავებენ და კითხავენ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებს, რათა ამოიცნონ უკრაინის მთავრობასთან ან სამხედროებთან კავშირის მქონე პირები", - ნათქვამია კარპენტერის განცხადებაში.


ელჩის თქმით, "მრავალი თვითმხილველის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ "გაფილტვრა" ადამიანების ცემასა და წამებასაც გულისხმობს, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა მათ მცირედი ერთგულება უკრაინის სახელმწიფოს მიმართ,".

დღის ამბები