20 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს მიმართა, რომ "აზოვსტალის" მცველების თურქეთში გადაყვანა დაუშვას - ყირიმელი თათრების ლიდერი

თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა პუტინს, რომ მან  "აზოვსტალის" დამცველების თურქეთში გადაყვანა დაუშვას. ამის შესახებ ყირიმელი თათრების ლიდერმა, მუსტაფა ჯემილევმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აპრილის ბოლოს, აზოვის მეთაურისგან ერდოღანისადმი მიმართვა მიიღო. მიიღო და აღნიშნული დოკუმენტი მაშინვე გადაეცა თურქეთის მეთაურს.

"ერთი კვირის წინ ერდოღანის მრჩეველი უკრაინაში იმყოფებოდა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა კეთდება ჩვენი გმირებისთვის. ერდოღანი ორჯერ ელაპარაკა პუტინს. ვინაიდან მარიუპოლის პორტი დანაღმულია, მან შესთავაზა გემის გაგზავნა ბერდიანსკის პორტში, თურქ დამკვირვებლებთან ერთად და თურქული მხარე იქნება გარანტი იმისა, რომ ეს მებრძოლები ომის დასრულებამდე იქნებიან თურქეთის სტუმრები. ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას, სამხედროები კი ტყვედ უნდა ჩაბარებულიყვნენ,"- განაცხადა ჯემილევმა.

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლების გადასარჩენად ვარიანტების ძიება გრძელდება.

დღის ამბები