20 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
კლინიკა, სადაც სააკაშვილი იმყოფება და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე - დავით მათიკაშვილი

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია ყველა რესურსი, რათა მიხეილ სააკაშვილს უმკურნალოს. 

უმრავლესობის განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

​"კლინიკა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, გააჩნია აბსოლუტურად ყველა რესურსი და შეუძლია ნებისმიერ სახის ისეთ გამოწვევას გაუმკლავდეს, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილს და ან სხვა პირს შესაძლოა ჰქონდეს. შესაბამისად, აქედან იბადება კითხვა, რაში სჭირდება ომისა და ღალატის პარტიას მსჯავრდებული სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ კვლავ დაგეგმონ პროვოკაციები," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

დღის ამბები