24 აპრილი 2024,   08:31
ვრცლად
თურქეთი, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და იგი, ამ ქვეყნების გაწევრიანების მიერ გაკეთებულ განაცხადს მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებიდან, არც ერთს აქვს მკაფიო, ღია დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ.

"ისინი ორშაბათს თურქეთში მოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან? მაპატიეთ, მაგრამ თავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზე "კი"-ს მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი." - აცხადებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" და აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ პირებს აძლევენ თავშესაფარს. "ქურთისტანის მუშათა პარტიას" თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ფეთჰულა გიულენს კი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. ამ ქვეყნებიდან არც ერთს აქვს მკაფიო, ღია დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ. როგორ შეგვიძლია მათი ნდობა," - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი. 

დღის ამბები