ოპოზიციის გეგმებს აფასებენ მმართველ გუნდში - "ქართული ოცნების" განმარტებით, ოპოზიციის აქციებს ერთჯერადი სახე ექნება და ისინი აქტივის მობილიზებას ვერ შეძლებენ.
მიმდინარე საქმეში პოლიტიკურ მოტივებსა და გავლენებს გამორიცხავენ უმრავლესობაში. მათი განცხადებით, პოლიტიკური აქტიურობა ვერ იქნება იმუნიტეტი დანაშაულის ჩამდენისთვის და განმარტავენ, რომ მართლმსაჯულების წინაშე ყველა პირი არის ერთნაირად ანგარიშვალდებული.
"დანაშაული სახეზეა. არავის არავის დაჭერის პიროვნული ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს. სასამართლოს გადაწყვტილებას უნდა დაუპირისპირდეს აქცია იქნება თუ ცალკეული განცხადება იქნება, სამართლებრივად უნდა ჩამოაყალიბონ თავისი პოზიცია და დაამტკიცონ, რომ ადამიანმა არ მოიპარა, არამედ რაღაცა კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.