02 ივლისი 2022,   17:36
ვრცლად
გვსურს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, ურთიერთობების ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა - ილჰამ ალიევი

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და ურთიერთობის ნორმალიზება. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტად მყოფ ლიტველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბაქოს შემდეგ ვიზიტს სწორედ ერევანში აპირებს.

"ვიცი, რომ აზერბაიჯანის შემდეგ პრეზიდენტი სომხეთში გაემართება და ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ მას სრული შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდება. ჩვენი პოზიცია ძალიან ღიაა, ჩვენ გვსურს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. გვინდა ურთიერთობების ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა,"- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

დღის ამბები