23 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაციის ვადები გაახანგრძლივა

რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 84-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში შეაფასა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტებს ეშინიათ აღიარონ, რომ კატასტროფული შეცდომები დაუშვეს უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო დონეზე. მისივე თქმით, ომის ხანგრძლივობა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

ვიდეომიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაციის ვადები გაახანგრძლივა.

"დღეს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ლაზერული იარაღის სისტემების გამოყენება დაიწყეს, თითქოსდა რაკეტების გადასარჩენად.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მათ სჭირდებათ რაკეტების გადარჩენა და ამის როგორმე ახსნა. ანუ, რუსული არმიის მიერ უკრაინაში გასროლილი ორ ათასზე მეტი რაკეტა იყო მათი რაკეტების მარაგის ძირითადი ნაწილი.

ყველამ უკვე ნახა რუსეთი ომის დროს. გამოუცდელი წვევამდელები, რომლებსაც ქვემეხივით ისვრის ბრძოლაში. მოროდიორები, რომლებიც პირველად ხედავენ ნორმალურ ტექნიკას უცხო ქვეყანაში. ძველი საბჭოთა "აბჯარი" თანამედროვე დაცვის გარეშე. აკრძალული ფოსფორის ბომბები, რომლებსაც იყენებენ სკოლებისა და სახლების დასაწვავად და რაკეტები, რომელთა უმეტესობა რუსეთის არმიამ დახარჯა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე ყოველგვარი სტრატეგიული სამხედრო შედეგის გარეშე. დღეს მათ ასე მიიტანეს სარაკეტო დარტყმა მიკოლაივსა და დნიპროზე.

ყველა ჩვენმა ქალაქმა და თემმა, რომლებიც დროებით ოკუპირებულია, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება. ჩვენი სახელმწიფო არავის არ ტოვებს და უკრაინის კუთვნილს სამართლიანად იბრუნებს. ჩვენ გვახსოვს ყირიმის შესახებ და არასდროს დავივიწყებთ 1944 წელს, გენოციდს, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო. არც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფერი თავისუფალის განადგურების მეორე ტალღას," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები