25 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე,საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები განიხილეს.

საუბარი შეეხო, ასევე, წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების და უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების საკითხებს.

მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებაა, რაზეც  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ პროცესის დაჩქარება.

ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" 75 წევრს აერთიანებს, მულტი-დარგობრივია და ეკონომიკის არაერთ სექტორს მოიცავს.

დღის ამბები