04 ივლისი 2022,   17:08
ვრცლად
"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს

"აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეოში, სადაც ჩანს, რომ "აზოველების" ლიდერი ხელში დაჭრილია, ის ჯარისკაცების გაყვანის ოპერაციის შესახებ საუბრობს. ასევე პირველად გაისმა სიტყვები წინააღმდეგობის დასასრულის შესახებ. "აზოვის" მეთაურმა თქვა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების შესახებ.

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.

ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს აუცილებელი დახმარება - მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლისა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება," - განაცხადა მან.

 

დღის ამბები