25 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
დეპორტაცია ევაკუაციის ნაცვლად - მარიუპოლელები რუსეთში გადაყავთ

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთში დეპორტაცია ხდება - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტებს მოჰყავთ ავტობუსები და ევაკუაციის შესახებ აცხადებენ. ავტობუსების შევსების შემდეგ კი ამბობენ, რომ მოქალაქეები გადაჰყავთ ბეზიმიანოეში (დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე), შემდეგ კი რუსეთში.

რუსი სამხედროები და "ოფიციალური მოხალისეები" ბლოკავენ ადგილის დატოვებისა და ე.წ. ევაკუაციაზე უარის თქმის ნებისმიერ მცდელობას.

"21-ე საუკუნე. ევროპის ცენტრი. მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაცია. მარიუპოლში სიურეალიზმი რეალობად იქცა,"- წერს პეტრ ანდრიუშენკო.

დღის ამბები