04 ივლისი 2022,   16:41
ვრცლად
მარიუპოლის საბრძოლო მისიასთან დაკავშირებით განცხადება პენტაგონში გაკეთდა

პენტაგონში აცხადებენ, რომ მარიუპოლში საბრძოლო მისია დასრულდა. მათი თქმით, ამას უკრაინის სამხედრო მეთაურები ადასტურებენ.

შტატების თავდაცვის უწყებაში ასევე ამბობენ, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში ლაზერული იარაღი გამოიყენა.

"მარიუპოლის შესახებ საბრძოლო მისიაზე თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ისაუბრა. მათ განაცხადეს და საჯაროდ თქვეს, რომ მათი საბრძოლო მისია იქ დასრულდა. მე არ შემიძლია უფრო შორს წავიდე და მარიუპოლის შესახებ უკრაინის მთავრობის შეფასებაზე ვიკამათო. მათ გამოაცხადეს, რომ საბრძოლო მისია დასრულებულია," - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ.

დღის ამბები