04 ივლისი 2022,   16:21
ვრცლად
ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება - შარლ მიშელი

ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა გაფართოება - ამის შესახებ შარლ მიშელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ახლა უკრაინას რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კომენტარი სერბეთზეც გააკეთა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. მიშელის განცხადებით, მას სერბეთის პოზიციის ესმის, რადგან რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

"უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უკრაინის რეკონსტრუქცია. უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა. თუმცა მსოფლიომ დაინახა რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია. მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო. ნატო გაფართოვდება, მასში შევა ფინეთი და შვედეთი.

ეს ნიშნავს რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები უნდა დავიცვათ, ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება. უკრაინამ თავისი არჩევანი გააკეთა, ის ევროკავშირის მხარესაა, ევროპის მხარესაა. უკრაინელებმა ევოლუცია განიცადეს ჯერ კიდევ 2014 წელს. რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგო რესურსებზე. შესაბამისად არსებობს ბევრი სირთულე," - აცხადებს შარლ მიშელი.

დღის ამბები