03 ივლისი 2022,   11:45
ვრცლად
ჩვენი სანქციებით რუსეთმა ფაქტიურად ომი საკუთარ თავს გამოუცხადა - ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირის სანქციებით რუსეთმა ომი საკუთარ თავს გამოუცხადა.

"ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა შევხვდე ევროპული კავშირის განვითარების მინისტრებს. მადლობა მათ მთელ მსოფლიოში ლტოლვილების მხარდაჭერისთვის, ეს არის კოლოსალური კრიზისი, რომლის მაჩვენებელიც კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთის დეზინფორმაციის მანქანას. ჩვენი სანქციებით რუსეთმა ფაქტიურად ომი საკუთარ თავს გამოუცხადა,"- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

დღის ამბები