24 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
ახლა შევდივართ ომის დასკვნით ფაზაში - მიხაილო პოდოლიაკი

ფრონტის ხაზი უცვლელია, ომის 87-ე დღეს, რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტს. იბომბება ლუგანსკის ოლქი, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხარკოვშიც.

ომი დასკვნით ფაზაში შედის - ეს კიევის ოფიციალური პოზიციაა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ კონტრშეტევის ფაზა მძიმე და მსხვერპლიანი იქნება, თუმცა ქვეყანას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ტერიტორიების განთავისუფლების სისხლიანი ეტაპის გავლა.

"ახლა შევდივართ ომის დასკვნით ფაზაში, საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება, შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, რადგან რუსები, მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა, კონცენტრირებულნი არიან თავიანთი რესურსების შენარჩუნებაზე და სურთ ე.წ პოზიციური ომი. 

რუსეთს სურს ომის გაჭიანურებულ ფაზაში შესვლა, მაგრამ ეს უკრაინისთვის უკიდურესად წამგებიანია. უკრაინამ უნდა განბლოკოს ჩვენი ყველა რეგიონი, მათ შორის დონეცკი და ლუგანსკი. უკრაინამ უნდა განდევნოს ყველა ეს უცნაური ბიჭი. ომის ეს ეტაპი, რომელსაც კონტრშეტევის ფაზას  ეძახიან, საკმაოდ მძიმე იქნება ჩვენთვის და სამწუხაროდ. ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ხალხს. მაგრამ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლების სისხლიანი ეტაპის გავლა,"- განაცხადა მიხეილო პოდოლიაკმა.

 

დღის ამბები