24 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
პორტუგალია უკრაინის დასახმარებლად 250 მილიონ ევროს გამოყოფს

მორიგი დახმარება უკრაინას - პორტუგალია ომში მყოფ ქვეყანას 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამის მემორანდუმს ხელი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს. პორტუგალიის პრემიერი, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ირპინს ეწვია . მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

დღეს, უკრაინაში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტიც. ანდჟეი დუდა რადაში სიტყვით გამოვა. ის უკრაინის პარლამენტში, პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური იქნება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართავს.

დღის ამბები