20 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
რუსეთი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები უკრაინასთან - მედინსკი

რუსეთი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები უკრაინასთან - რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ამის შესახებ ბელარუსულ ტელევიზიასთან განაცხადა.

ვლადიმირ მედინსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების შეჩერება უკრაინის ინიციატივა იყო და ახლა მისი გაგრძელებაც უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული. პუტინის მრჩევლის თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, თუმცა პრეზიდენტების შესახვედრად შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაა საჭირო.

"რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ეს არაერთხელ დაადასტურა ვლადიმერ პუტინმა. ერთადერთი საკითხია, რომ პრეზიდენტებს შორის სამიტისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეიკრიბონ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად და დოკუმენტებზე ხელმოსაწერად და არა ფოტოების გადასაღებად.

ერთი თვის წინ ჩვენ უკრაინულ მხარეს გადავეცით ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც უკვე შეთანხმებული იყო რამდენიმე ფუნდამენტური პოზიცია. თუმცა, მას შემდეგ უკრაინის მხრიდან დიალოგის გაგრძელების სურვილი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ისინი არ ჩქარობენ. ბურთი მთლიანად მათ მხარესაა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ბურთი უკრაინის მხარეზეა. მოლაპარაკებების გაყინვა მთლიანად უკრაინის ინიციატივაა," - აცხადებს მედინსკი. 

დღის ამბები