20 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
ჩვენმა ქმედებებმა რუსეთის დიქტატორზე და მის ახლობლებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა - ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია რუსეთის მიერ დაწესებულ ახალ სანქცირებულთა სიაზე, განცხადებას ავრცელებს.

"ჰელსინკის კომისია და ჩვენი პროფესიონალი პერსონალი, ისტორიის მანძილზე თანმიმდევრულად მუშაობდნენ, რათა ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, შეასრულოს ვალდებულებები ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ცხადია, ჩვენმა ქმედებებმა რუსეთის დიქტატორზე და მის ახლობლებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა" , - აღნიშნულია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიაში ასევე ამბობენ, რომ გააგრძელებენ რუსეთისთვის პასუხისგებაში მიცემას, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების გამო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელების ნაწილს რუსეთში შესვლა აუკრძალა, ამ სიაში მოხვდნენ ჰელსინკის კომისიის წევრებიც.

დღის ამბები