20 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
გაუჩინარებული ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორია ნოვი ბიკივიდან, რომელიც რუსულ ჯოჯოხეთად იქცა - "კურიერი" რუსების სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებას განაგრძობს

უკრაინამ არ იცის, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა ომის 3 თვის განმავლობაში. 4 ათასი - რიცხვი, რომელსაც გაერო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან არავინ არ იცის რა ხდება იმ ოკუპირებულ დასახლებებში, სადაც რამდენიმე ათეულობით მეტრის საერთო საფლავებია გათხრილი.

რუსი სამხედროების დანაკარგი კი უკვე თითქმის 30 ათასს აღწევს. იმ ფაქტს, რომ რუსეთმა უკრაინაში იმდენივე ჯარისკაცი დაკარგა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში, უკვე ბრიტანეთის დაზვერვაც ადასტურებს.

"კურიერი" განაგრძობს რუსების სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებას. ამჯერად "რუსთავი 2" ჩენიჰივის ოლქის იმ სოფელში შევიდა, სადაც რუსებმა ათეულობით ადამიანი სოფლის ცენტრში დახვრიტეს.

წამება, შიმშილი, და სიკვდილით დასჯის მუდმივი მოლოდინი - "კურიერმა" ოკუპანტებს გადარჩენილი ადამიანები იპოვა, რომლებმაც რამდენიმე კვირა რუსულ ჯოჯოხეთში იცხოვრეს.

ახალგაზრდებს რუსი ოკუპანტები ხელებსა და თვალებს წებოვანი ლენტით უკრავდნენ, შემდეგ კი წამებისთვის განკუთვნილ სარდაფებში ჩაჰყავდათ.

სოფელ ნოვი ბიკივში ოკუპანტების მსხვერპლი 30 ადამიანი გახდა, თუმცა 1500 კაციან სოფელში არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. მათ შორის სოფლის მათემატიკის მასწავლებელი.

ნატაშა ანდრუშა ერთადერთია, რომელიც სასტიკი წამების მიუხედავად, რუს ჯარისკაცებს კითხვებზე მხოლოდ უკრაინულად პასუხობდა. სოფელი ეჭვობს რომ პედაგოგი სამხედროებმა ხანგრძლივი წამების შემდეგ დახვრიტეს, გვამი კი გააქრეს.

დღის ამბები