19 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
ენერგოომბუდსმენის ანგარიშს დეპუტატები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოისმენენ

დღეს,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, დეპუტატები, ენერგოომბუდსმენის ანგარიშს მოისმენენ.

სალომე ვარდიაშვილი გასული წლის ანგარიშით წარსდგება. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატი სემეკისგან დამოუკიდებლად არსებული სამსახურია.

როგორც დეპუტატები ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში ისინი ანგარიშიდან გამომდინარე კონკრეტული ქმედებებისთვის მზად არიან.

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის თქმით, ეს იქნება ერთგვარი შეჯამება პანდემიური პერიოდის მართვის, ასევე დაწვრილებით შეეხებიან უსაფრთხოების თემას ბუნებრივი გაზის ნაწილში. 

დღის ამბები