25 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან

პარლამენტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ქარსელაძე საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს, უპასუხებს დასმულ შეკითხვებსაც.

მინისტრისთვის კითხვები უკვე მომზადებული აქვთ კანონმდებლებს. ოპოზიცია ყურადღების გამახვილებას იმ პროექტებზე აპირებს, რომელთა განხორციელებაც შეფერხებით მიმდინარეობს, აქცენტი გაკეთდება ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაზეც. 

დღის ამბები