20 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. "ევროპისკენ" - ასე ჟღერს ზეიმის წლევანდელი სლოგანი. ცერემონიაზე პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს კი პირველად ბავშვები იმღერებენ.

თავისუფლების მოედანზე დღეს ქართველი სამხედროების გვერდით ამერიკელი ჯარისკაცები იდგებიან. უცვლელი რჩება რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, ღონისძიება 12 საათზე თბილისთან ერთად კიდევ 5 ადგილას - მატანში, დმანისში, ხევსურეთში, ფოთსა და შემოქმედში ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

ზეიმის განუყოფელ ნაწილად რჩება საქართველოს თავდაცვის შეიარაღებაში არსებული მძიმე ტექნიკის გამოფენა, მოდერნიზებული ვერტმფრენების და მოიერიშეების სანახაობრივი მანევრები და გალა-კონცერტი, რომელიც დღევანდელ დღეს დაასრულებს.

დღის ამბები