20 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
"კიევში ძალიან ცოტა ხალხი დარჩა, მეგაპოლისიდან პატარა ქალაქად იქცა, ყოველი მეორე კომპანია გაკოტრდა" - ხალხის ხმა უკრაინიდან

რას ფიქრობენ რიგითი უკრაინელები ომზე - უკვე 93-ე დღეა ქვეყანა რუსულ აგრესიას იგერიებს. სამი თვის განმავლობაში უკრაინელების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ომმა ზოგი საკუთარ ქვეყანაში დევნილად, ზოგი კი ლტოლვილად აქცია, ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. "რუსთავი 2" უკრაინაში რიგითი ადამიანების განწყობებით დაინტერესდა. 

მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ ომი მალე დასრულდება და აცხადებენ, რომ უკრაინულ მიწას რუსეთს არ დაუთმობენ. 

უკრაინელები "კურიერთან" საწვავთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე, ასევე პროდუქტების გაძვირებაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს და არ იციან, რა ელით მომავალში.  

"კიევში ძალიან ცოტა ხალხი დარჩა. მეგაპოლისიდან პატარა ქალაქად იქცა. ყოველი მეორე კომპანია გაკოტრდა. ხელისუფლება ცდილობს მცირე ბიზნესების დახმარებას, შეღავათებს უკეთებს მაგრამ სიტუაცია მაინც რთულია. საწვავი არ არის, ავტოგასამართ სადგურებზე ხალხი საათობით დგას. გაიზარდა ფასები პროდუქტებზე. ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებთ და ეს გვიმსუბუქებს სიტუაციას," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

 

დღის ამბები