19 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
დონბასი უკრაინული იქნება და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ ყველა ქალაქსა და დასახლებას აღვადგენთ - ზელენსკი

თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდენცკი მათი იქნება, ცდებიან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებს ნგრევა და ტანჯვა მოაქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, უკრაინა მაინც აღადგენს ყველა ქალაქს და დასახლებას.​

"დონბასი იქნება უკრაინული. ველოდით, რომ სიტუაცია ძალიან მძიმე გახდებოდა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლისის შემდეგ, პირველივე დღეებში ჰქონდათ. დონბასში მათ არტილერიის მობილიზება მოახერხეს, გრძელდება როგორც სარაკეტო, ისე საჰაერო თავდასხმებიც. ჩვენ ჩვენს მიწას ვიცავთ, ისე, როგორც ჩვენი რესურსი იძლევა საშუალებას. თუ ოკუპანტები ფიქრობენ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ ყველა ქალაქსა და დასახლებას აღვადგენთ. ჩვენი უკრაინული დროშის ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები