25 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
პუტინი ცდილობს გაანადგუროს უკრაინელი ხალხის იდენტობა და კულტურა... მისმა ქმედებებმა მთელი ევროპა გააერთიანა ნატოში - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მორიგი ბრალდება პუტინს - როგორც ბაიდენი ამბობს, პუტინის ქმედებების მიზანი უკრაინელი ერის კულტურის აღმოფხვრაა და ის თავს ესხმის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

"პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ის ნამდვილად ცდილობს გაანადგუროს უკრაინელი ხალხის იდენტობა და კულტურა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა. პუტინის ქმედებებმა, იმის ნაცვლად, რომ ევროპა ნეიტრალური გაეხადა და მისი „ფინეთიზაცია" მოეხდინა, მთელი ევროპა გააერთიანა ნატოში,"- აღნიშნა ბაიდენმა. 

დღის ამბები