19 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
უკრაინის სახალხო დამცველი თანამდებობიდან გათავისუფლებულია 

უკრაინის სახალხო დამცველი მოხსნილია - უკრაინის უმაღლესმა რადამ ლუდმილა დენისოვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის კომისარის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიზეზად დასახელდა ის, რომ დენისოვამ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მტკიცებულებების გარეშე ისაუბრა, ასევე არაეფექტურად იმუშავა ტყვეების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით და 24 თებერვლის შემდეგ საზღვარგარეთ დიდი დრო გაატარა.
 

დღის ამბები