25 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
უკრაინელმა ქალმა რუსი მაროდიორის ტანკზე საკუთარი გათბობის ქვაბი, თეთრეული და მაგიდის გადასაფარებელი ამოიცნო

უკრაინელი ლტოლვილი ალინა კორენიუკი, რომელიც ამჯერად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ მან ფოტოზე რომელზეც რუსი მაროდიორია ასახული, საკუთარი ნივთები ამოიცნო. ამის შესახებ BBC წერს.

სურათი გადაღებულია ლუჰანსკის ოლქში, პოპასნაში, მაისის ბოლოს. ფოტოზე  ჩანს ტანკი, Z-ნიშნით, ტანკზე არის ჯარისკაცი, რომელიც ნივთებშია ჩაფლული.

კორენიუკის თქმით, ეს ნივთები მისი სახლიდანაა, ყუთში გათბობის ქვაბია, რომლის დაყენებაც მან ვერ მოასწრო. ასევე მან ამოიცნო მაგიდის გადასაფარებელი, ბავშვის საწოლის თეთრეული დისნეის პერსონაჟებით და პლედი. ალინა კორენიუკი ვარაუდობს, რომ მაროდიორმა თეთრეულით მისი სახლიდან წამოღებული ტელევიზორი ან სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაფარა. მისი თქმით, ფოტო მისი სახლიდან 5 წუთის სავალზეა გადაღებული.

დღის ამბები