23 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
USAID-ის კარტოფილის პროგრამამ მწვანე გაჩერების ტური სოფელ მარადისიდან დაიწყო - მიზანი კარტოფილის სექტორის გაუმჯობესებაა

საქართველოში USAID-ის კარტოფილის პროგრამამ მწვანე გაჩერების ტური სოფელ მარადისიდან დაიწყო. მათი მთავარი მიზანი კარტოფილის სექტორის გაუმჯობესებაა, რაც დანერგვის ინოვაციურ მეთოდებს და ჩითილების 3G ტექნოლოგიით წარმოებას გულისხმობს.

ახალი მეთოდი განსაკუთრებით ადაპტირებულია მცირე ფერმერებისთვის.

მარადისში კარტოფილის გამრავლების განყოფილება უკვე არსებობს და ის დაკომპლექტებულია თერთმეტი ქალი ფერმერით. სწორედ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონაწილე, ქალი მეწარმეები უზრუნველყოფენ საქართველოში კარტოფილის მაღალი ხარისხის თესლს.

დღის ამბები