25 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
ყატარში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო ექსპორტზე გავიდა

ყატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა.

მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში.

ქართული ღვინის კუთხე ყატარში საქართველოს ელჩმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერთობლივად გახსნეს.

დღის ამბები