16 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა საწვავის ექსპორტით 93 მილიარდი ევრო მიიღო - CREA-ს ანგარიში

ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრის(CREA) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა წიაღისეული საწვავის(ნავთობი, გაზი, ნახშირი) ექსპორტის შედეგად 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო. 

CREA-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - "პუტინის ომის დაფინანსება" წერია, რომ 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს. მათ მიერ განხორციელებული იმპორტის შედეგად, რუსეთმა მიიღო დაახლოებით 57 მილიარდი ევროს შემოსავალი.

CREA-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთიდან ყველაზე მეტი, 12.6 მილიარდი ევროს წიაღისეული საწვავი შეიძინა ჩინეთმა. მას მოსდევენ:

გერმანია(12.1 მილიარდი);

იტალია(7.8 მილიარდი);

ნიდერლანდი(7.8 მილიარდი);

თურქეთი(6.7 მილიარდი);

პოლონეთი(4.4 მილიარდი);

საფრანგეთი(4.3 მილიარდი).

ინდოეთი(3.4 მილიარდი).

დღის ამბები