20 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
ანტისანიტარია, სუნი და უყურადღებოდ დატოვებული ბენეფიციარები - რას ამბობს წნორის ხანდაზმულთა სახლის დირექტორი

დარღვევები წნორის ხანდაზმულთა სახლში - სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშით, მდგომარეობა დაწესებულებაში შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო" აფინანსებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან.

მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

"თქვენ ნახეთ ანტისანიტარია?! არ არის ანტისანიტარია. მე გეუბნებით, მაშინ როცა იყვნენ, მყავდა ხელოსანი, აუზს ვარემონტებდი, დენი არ იყო და წყალი არ მოდიოდა ქალაქში, მაგ მომენტში მოვიდნენ... გაჩვენებთ ახლა რამდენი აბაზანაა,"-აცხადებს პანსიონის დირექტორი გივი მოსულიშვილი.

დღის ამბები