24 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის - ემანუელ მაკრონი

ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექტსში - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა

მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვასა შემდეგ, ასევე საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა კომისიამ.

"ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის",- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. 

"მოლდოვას პოზიციას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, ეს იქნება ხანგრძლივი გზა, იქნება ძალიან ბევრი პირობა. მზად ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში პრეზიდენტ მიშელს. მან აღწერა დეტალური გზა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კენჭისყრა ჩატარდეს ჯეროვნად ბულგარეთის პარლამენტში. ჩვენთვის არის საშუალება, ეს შესაძლებლობაც შევასრულოთ. ძალიან დიდი რისკი აიღო საკუთარ თავზე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკანასკნელ კვირებში. ჩვენ გარღვევას უნდა მივაღწიოთ ალბანეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ ვლაპარაკობთ რა უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, რადგან ომი დაბრუნდა ევროპის მიწაზე. დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში ამ კონტექტსში ჩვენ საღამოს განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზირსით. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს და ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია დღეს“, - განაცხადა მაკრონმა. 

დღის ამბები