



ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია, ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი.
პირველადი ინფორმაციით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა, მოტივი კი ჯერ უცნობია. შემთხვევას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და ფაქტს - "საშინელი და ღრმად შემაძრწუნებელი თავდასხმა" უწოდა.