19 აგვისტო 2022,   21:24
ვრცლად
"რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!" - მიხეილ ჯანელიძე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ჯანელიძე აქციის მიმდინარეობისას ზელენსკისა და მისი მრჩევლის დავით არახამიას მიმართვას აფასებს. 

"რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…

იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი. ევროპული პოლიტიკური პროცესი კიდევ გულისხმობს ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს. რაც არ უნდა რთულად ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, სხვა გზა წარმატების არ არსებობს.

ხალხის ძალა და ენერგია, რომელიც მობილიზებულია, უნდა მიემართოს საარჩევნო სისტემის სასწრაფოდ გასაუმჯობესებლად და პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად," - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

 

დღის ამბები