15 აგვისტო 2022,   02:14
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. დაღუპული მებრძოლის პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.

მებრძოლი ოკუპანტებთან შეტაკებების დროს ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა. ალუდა ზვიადაურს რამდენიმე საათში მშობლიურ სახლში, გომბორში გადაასვენებენ. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ალუდა ზვიადაურს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

დღის ამბები