15 აგვისტო 2022,   01:08
ვრცლად
ესპანეთის ერთ-ერთი ექსკლავის საზღვარზე მიგრანტებსა და მესაზღვრეებს შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის ერთ-ერთი ექსკლავის საზღვარზე მიგრანტებსა და მესაზღვრეებს შორის შეტაკებისას 18 ადამიანი დაიღუპა, როგორც ცნობილია დაშავებულია ათობით ადამიანი. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 აფრიკელი მიგრანტი ესპანეთის მილილიას ექსკლავში ცდილობდა შეღწევას, რა დროსაც მიგრანტებმა, მაროკოელ და ესპანელ მესაზღვრეებზე შტურმი მიიტანეს.

130-მა მიგრანტმა ტერიტორიაზე შესვლა მოახერხა, ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, შტურმში მონაწილეები "ორგანიზებულები და აგრესიულები" იყვნენ.

მაროკოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაწილი ღობიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 140 სამართალდამცველი და 70 მიგრანტი. შეგახსენებთ, რომ სეუტა და მალილია ესპანეთის ექსკლავებია, რომელსაც ფიზიკური საზღვარი არ აქვს ესპანეთის ძირითად ტერიტორიასთან, სწორედ მასზე გადის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირსა და აფრიკას შორის. 

დღის ამბები