11 აგვისტო 2022,   00:59
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ ოდესა დაბომბა - დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია

სარაკეტო დარტყმა ოდესის რეგიონზე - ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ ზონაზე თავდასხმის შედეგად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, დამწვარია 500 კვ.მ-მდე ტერიტორია. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

გვიან ღამით დაიბომბა სუმის რეგიონი. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაზიანებულია რაიონის ოთხი დასახლების შენობები.

ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქშიც. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავდიივკას კოქსის ქარხანას; უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა კასეტური ბომბი გამოიყენეს გროდნოს დასახლებაში - დაშავებულია ერთი ადამიანი.

ხარკოვის ოლქის ჩუჰუივის დასახლებაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ადგილობრივი და დაშავდა ერთი.

ზაპოროჟიეს დაბომბვის გამო ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი 84, ბუნებრივი აირი კი 108 დასახლებას არ მიეწოდება.

დღის ამბები