20 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
G7-ის ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში შეიკრიბნენ სამიტზე, აქვთ საკმარისი პოტენციალი, შეაჩერონ რუსული აგრესია - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება ძლიერი საჰაერო თავდაცვა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტებისგან სრული დაცვა. ტრადიციულ ღამის ვიდეომიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად დიდი შვიდეულის ლიდერებს საკმარისი პოტენციალი აქვთ.

"მსოფლიოს მეორე არმიამ ტრიუმფალურად "დაამარცხა" საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი კორპუსი. გარდაიცვალა მამაკაცი, არიან დაჭრილები, მათ შორის - შვიდი წლის გოგონა, გარდაცვლილის ქალიშვილი.

ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადაცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა რეალურად რუსეთისთვის მოწვევაა კვლავ თავდასხმისკენ. G7-ის ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში შეიკრიბნენ სამიტზე, აქვთ საკმარისი პოტენციალი, შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინისა და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ და ზუსტად ისეთ ვადებში, რომელშიც გვჭირდება – იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

კრემლმა უკვე გადაწყვიტა ყველაფერი ბელარუსელი ხალხისთვის – თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი. არ უნდა მოკვდეთ. და თქვენ შეგიძლიათ, არავის მისცეთ უფლება, გადაწყვიტოს თქვენთვის, რა გელოდებათ შემდეგ. მე ვიცი, რომ ბელარუსი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ისინი მხარს გვიჭერენ ჩვენ, მხოლოდ ჩვენ და არა ომს. მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ომში მონაწილეობაზე. თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვინმეს კრემლში," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები