20 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
ოპოზიციას რეალურად კონფრონტაციის გაღრმავება სურს - მიხეილ სარჯველაძე

მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არის, თუმცა წამოყენებულ მოთხოვნებს და ულტიმატუმს აბსურდულს უწოდებს. მათი განმარტებით, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიციას რეალურად კონფრონტაციის გაღრმავება სურს.

"მოთხოვნა, მგონი ყველა ხვდება, რომ ტექნიკურად, სამართლებრივად და ტექნიკურადაც აბსურდულია და ერთგვარი ნონსენსია. რეალურად ამის დაკმაყოფილება წარმოუდგენელია. ამ ხალხის სურვილია არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არამედ რეალურად კონფრონტაციის გაღრმავება იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხის შემცირების რეალური პერსპექტივა ქვეყანაში არ გაჩნდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპაში" წევრებმა 24 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, ამისთვის კი ხელისუფლებას ერთ კვირიანი ვადა მისცეს. მოთხოვნათა შორის არის ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაც.

დღის ამბები