15 აგვისტო 2022,   01:50
ვრცლად
საქართველოში უძრავი ქონების მშენებლობა გაძვირდა - რა ფაქტორები მოქმედებდნენ მშენებლობის ინდექსის ზრდაზე

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.8%-ითაა გაზრდილი. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი მატებით.

საქსტატის თანახმად, მშენებლობის ინდექსის ზრდაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებდნენ:

სამშენებლო მასალები - გაძვირება 13.6%, წვლილი ინდექსში 8.12 პროცენტული პუნქტი;
დასაქმებულთა ხელფასები - მატება 12.5%, წვლილი ინდექსში 2.78 პროცენტული პუნქტი;
მანქანა-დანადგარები - გაძვირება 14.2%, წვლილი ინდექსში 0.71 პროცენტული პუნქტი;
ტრანსპორტირება, საწვავი, ელექტროენერგია - გაძვირება 7.8%, წვლილი ინდექსში 0.10 პროცენტული პუნქტი; სხვა ხარჯი - მატება 13.2%, წვლილი ინდექსში 1.10 პროცენტული პუნქტი.

დღის ამბები