15 აგვისტო 2022,   02:34
ვრცლად
დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნების განხილვას უახლოეს დღეებში დაიწყებენ - მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება

დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებული შენიშვნების განხილვას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გადაგზავნილია. ე.წ. მოსმენების კანონი პრეზიდენტმა 22 ივნისს დაბლოკა და მიზეზად პოლიტიკური გადაწყვეტილება დაასახელა.

სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯით ოპოზიცია კმაყოფილია, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ამ მიმართულებით მანამდეც უნდა ეაქტიურა.მათივე შეფასებით, მსგავს გადაწყვეტილებას კიდევ არაერთი კანონი იმსახურებს.

თავის მხრივ შენიშვნები მიუღებლად მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობას - მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

დღის ამბები