24 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
კოლუმბიაში ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია 

კოლუმბიაში ტრიბუნის ჩამონგრევას  მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევა ხარების ბრძოლის დროს, მოედანზე მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი და 300-ზე მეტი დაშავდა, დაღუპულებს შორის 1 ბავშვია.

კადრებში ჩანს, თუ როგორ იშლება მაყურებლებით სავსე სამსართულიანი ხის ტრიბუნა მოედანზე. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ნგრევა.

კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყება. ხარების ბრძოლა ქვეყანაში პოპულარული სან-პედროს ფესტივალის ფარგლებში ტარდებოდა.

დღის ამბები