სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.
ანგარიშში წარმოდგენილია ის შედეგები და ეფექტი, რაც პროგრამებს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდა. შეფასებისთვის 292 ბენეფიციარი შეირჩა, ანალიზის მიხედვით, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა 15 მთელი 3 მეათედი ლარი შეადგინა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 მეათედი ლარი.
სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.