საქართველოს პარლამენტმა თანამშრომლების ის ნაწილი დააჯილდოვა, რომლებმაც ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანეს. ინიციატივა შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ამ კუთხით თანამშრომლობის პროცესს, აღინიშნა ისიც რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველომ კითხვარის შევსება ტექნიკური დახმარების გარეშე რამდენიმე კვირაში მოახერხა.