20 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
"იციან, რომ ხალხი არ გამოდის, მცდელობა აქვთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები განაწყონ ჩვენ წინააღმდეგ" - ირაკლი ზარქუა საელჩოს ინციდენტზე

აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, მიღებაზე მყოფი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანიც არის სტრატეგიული პარტნიორები განაწყონ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ძალადობა, ვისგანაც არ უნდა იყოს, მიუღებელია, თუმცა დაგეგმილ პროვოკაციას ყოველთვის გაეცემა ადეკვატური პასუხი.

"ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, სადაც ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს ყოველთვის ასე იქცევიან. აქაც, პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, მიეჭრა, შეურაცხყოფა მიაყენა. ეს, ეტყობა, ამათი ხელწერაა, ახლა რომ იციან, რომ ხალხი არ გამოდის, ხალხი ვერ დაიყენეს გვერდით, მცდელობა აქვთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები განაწყონ ჩვენ წინააღმდეგ.

ძალადობა, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან იყო, მიუღებელია, ვგმობთ, არ იყო ლამაზი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პროვოკაციას, რომელიც დაიგეგმება ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, ყოველთვის გაეცემა ადეკვატური პასუხი," - აცხადებს ზარქუა.

"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მგალობლიშვილი ამბობს, რომ წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უმსგავსო და უკადრისი სიტყვები ჩასჩურჩულა და ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ადეკვატური პასუხი გაეცემა.

"უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? - ეს ხომ აბსურდია. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქ მომხდარიყო პროვოკაცია, ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო და უკადრისი სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ვერ აიტანს ვერასოდეს და ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა," - ამბობს მგალობლიშვილი.

დღის ამბები