18 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს დახმარებას აღარ გადაუხდის

პირველი ივლისიდან პოლონეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდას წყვეტს, რომელიც დღეში 40 ზლოტის დახმარებას გულისხმობდა. ამის შესახებ პოლონეთის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა პაველ შეფერნაკერმა განაცხადა, ინფორმაციას Rzeczpospolita ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადასახადების შეჩერების თაობაზე იმ დიდი ხარჯებით აიხსნება, რომელიც წინა 4 თვეში განხორციელდა.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ლტოლვილთა უმრავლესობას შეუძლია ადაპტირდეს და დამოკიდებელი აღარ იყოს პოლონეთის მთავრობის დახმარებაზე, მისი განცხადებით, არიან ისეთების, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან, ამიტომ გარკვეული კატეგორიებისთვის, როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ორსულები, იმოქმედებს შეღავათები.

შესწორება : პოლონეთის შს მინისტრის მოადგილემ, პაველ შეფერნაკერმა განაცხადა, რომ დახმარება უწყდება იმ ლტოლვილებს, რომლებიც პოლონეთში ომის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს ჩავიდნენ, დახმარების პაკეტი 120-დღიანია.  ეს ვადა გახანგრძლივდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მოხუცებისა და ორსული ქალებისთვის.

დღის ამბები