18 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
რუსული აგრესიის 129-ე დღე - რუსულმა ძალებმა დღეს დილით საჰაერო იერიშები განაახლეს

უკრაინაში, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიშები განაახლეს, მათ შეტევა მიიტანეს ქალაქ ბახმუტზეც, შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა შორის ერთი 11 წლის ბავშვია.

ასევე, დაბომბვის შედეგად სლავიანსკში 4 ადამიანი დაიღუპა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავდასხმა კასეტური ჭურვებით მოხდა, არაინ დაშავებულებიც.

ბრძოლები გრძელდება "ზმეინის" კუნძულისთვისაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა იქ ფოსფორის ბომბები გამოიყენა.

"აგრესორმა საარტილერიო და ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანა თავდაცვის ძალების პოზიციები სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების კონტროლისა და კომუნიკაციის სისტემის დაბლოკვის მიზნით, მტერი იყენებს რადიოელექტრონულ საომარ კომპლექსებს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე. ხარკოვის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები კონცენტრირებულნი არიან ჩვენი ჯარების მოქმედებების შეკავებაზე და მათი შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე. კრამატორსკის მიმართულებით ბილოგორივკას, მაიაკის და დონეცკის რაიონებში განხორციელდა საარტილერიო იერიშები. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ჯგუფი აგრძელებს უკრაინის საზღვაო კომუნიკაციების დაბლოკვის. ოკუპანტებს ეშინიათ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის, რომელიც განსაკუთრებით იზრდება ხერსონის რაიონში. დამპყრობლების ხელმძღვანელობა დაცვით და ჯავშანტექნიკით გადაადგილდება. ადგილობრივი მოსახლეობა განაგრძობს ტოტალურ წინააღმდეგობას,"- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

 

დღის ამბები