24 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ირანში - დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი

ირანში ძლიერი მიწისძვრა იყო. დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი და დაშავებულია 44. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა, დანგრეულია შენობები. სიმძლავრე 6.3 მაგნიტუდას აღწევდა. სტიქიის ეპიცენტრის სიახლოვეს, სოფელი საიე ხვოში იყო, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს.

ირანი სეისმურად აქტიურ ზონაშია, 2017 წელს 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 600 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი 2003 წელს, ისტორიულ ქალაქ ბამში მომხდარ 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შეიწირა, სტიქიამ იმ დროს 26 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები