25 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
"1 027 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ" -  ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან 1 027 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, თუმცა კიდევ 2 610 დასახლებული პუნქტი ამ დრომდე ოკუპირებულია.

მისივე თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად 10 ოლქის ტერიტორია დაზიანდა.

"ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 1 027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მათი უმეტესობა უნდა აღვადგინოთ. ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ და ფაქტობრივად, ხელახლაა ასაშენებელი. გარდა ამისა, უკრაინის სხვა რეგიონების ათეულობით ქალაქი რაკეტებით დაიბომბა, განადგურდა ასობით საწარმო, მათ შორის არის რთული, ძალიან სახიფათო მრეწველობა - ეს არის ქიმია, ეს არის მეტალურგია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

 

წყარო : პრაიმტაიმი

დღის ამბები