25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
საპატრიარქოსაც უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია და მერე განათდება - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ყველაზე ანტიდასავლურ, პრორუსული, ბნელი ხედვების გამავრცელებელ ცენტრად მოიხსენიებს.

როგორც ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს საპატრიარქო რუსული "გრუ-ს" ღია რეზიდენტურა თბილისში, თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მუხრუჭია.

"მაგ ხალხის სათავო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია "საქართველოს საპატრიარქო" "ევროპა არ გვინდა", "ერთმორწმუნე გვირჩევნია" - მაქედან მოდის ათწლეულებია მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში რომელიც

მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს რუსული "გრუ-ს" ღია რეზიდენტურა თბილისში თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია - თავშია! მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს "დეოლიგარქიზაცია" და მერე განათდება", - წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე.

დღის ამბები