16 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
768 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, "სოფლად სახლის" პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 

2022-2024 წლებში, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახი განსახლდება.

დღის ამბები